დელის 2020 წლის ნოუთბუქი Dell XPS 13

Dell XPS 13 არის დელის 2020 წლის ინტელის 10 თაობის პროცესორიანი ნოუთბუქი. მას აქვს 13.4 ინჩი Infinity Edge ეკრანი Full HD ან 4K რეზოლუციით. ნოუთბუქი აღჭურვილია ინტელის 10 თაობის Core i3-1005G1/i5-1035G1/ i7-1065G7 პროცესორით. იგი გამოსულია 8 ან 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო მისი შიდა მეხსიერებაა 256GB/512GB/1TB/2TB. რაც შეეხება მის გრაფიკას – იგი აღჭურვილია Intel UHD ან Iris Plus ინტეგრირებული ვიდეოკარტით.

ყველაზე დიდი კომპიუტერის მონიტორი Samsung CHG90

სამსუნგმა 2017 წელს გამოუშვა ყველაზე დიდი გეიმინგ QLED მონიტორი Samsung CHG90. იგი მოხრილი 49 ინჩიანი მონიტორია და მისი რეზოლუციაა 3840 x 1080P 32:9 ეკრანის თანაფარდობით. მას აქვს 144Hz კადრის განახლების სიხშირე, ფერის სიმკვეთრის Quantum Dot და HDR ტექნოლოგიები.

მაიკროსოფტის კომპიუტერი Surface Studio 2

მაიკროსოფტმა 2018 წელს შექმნა მისი all in one კომპიუტერი Microsoft Surface Studio 2. ეკრანის ზომა 28 ინჩია და მუშაობს PixelSense™ ტექნოლოგიით. ეკრანის მთავარი თვისებაა, რომ ის არის თაჩსქრინზე. რაც შეეხება კომპიუტერის დანარჩენ მონაცემებს მას აქვს 16 გიგაბაიტი ოპერატიული და 1 ტერაბაიტი შიდა მეხსიერება, მუშაობს Intel® Core™ i7-7820HQ პროცესორზე, აქვს NVIDIA® GeForce® GTX 1060 6GB GDDR5 ვიდეოკარტის მხარდაჭერა. კომპიუტერს აქვს 5 მეგაპიქსელიანი ვიდეოთვალი, ორი მიკროფონი და Dolby® Audio™ სტერეო დინამიკები. მისი წონა 9.56 კილოგრამს შეადგენს

მსოფლიოში ყველაზე თხელი პლანშეტი Dell Venue 8 7000

Dell Venue 8 7000 არის დღეისათვის ყველაზე თხელი პლანშეტი და მისი სისქე 6.1 მილიმეტრს შეადგენს. ის ასევე წონითაც მსუბუქია და მისი წონა 305 გრამის ტოლია. იგი გამოვიდა 2014 წელს და იმ დროისთვის საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს – როგორებიცაა: 8 მეგაპიქსელიანი უკანა და 2 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 16/32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, ოთხბირთვიანი 2.3 გიგაჰერცი Intel Atom Z3580 პროცესორი და 5900 მილიამპერიანი Li-Ion ბატარეა.

Nokia -ს ყველაზე ბევრ კამერიანი სმარტფონი Nokia 9 PureView

ნოკიას სმარტფონი Nokia 9 PureView გამოვიდა 2019 წელს და მას დღეისათვის ყველაზე მეტი ხუთი უკანა კამერა აქვს. ტელეფონს ინოვაციური დიზაინისთვის მიანიჭეს Good Design® Award 2019 -ის ჯილდო. ტელეფონს აქვს 5.99 ინჩიანი P-OLED ეკრანი, ხუთი 12 მეგაპიქსელიანი Zeiss ოპტიკის უკანა კამერა და დეპტ სენსორი, 20 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. მას აქვს 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm SDM845 Snapdragon 845 -ის რვაბირთვიანი პროცესორით და მას აქვს 3320 მილიამპერის Li-Po ბატარეა.

სამსუნგის კეცვად ეკრანიანი სმარტფონი Galaxy Z Flip

სამსუნგის 2020 წლის ფლაგმანს Galaxy Z Flip აქვს კეცვადი ეკრანი და ამით განეკუთვნება დრეკად ეკრანებიანი სმარტფონების ახალ კატეგორიას. მას აქვს 6.7 ინჩიანი ამოლედ ეკრანი, რომელიც შუაზე იკეცება. სმარტფონს აქვს ბრენდისთვის ექსკლუზიური პატარა ზომის მეორე დისპლეი, რომელიც ტელეფონის უკანა მხარეზეა განთავსებული. მასზე აისახება ზოგადი ინფორმაცია და მისი გამოსახულების ფუნქცია ასევე საშვალებას იძლევა უკანა კამერით სელფის გადაღების. რაც შეეხება მის ჰარდვეარ მონაცემებს: მას აქვს ორი 12 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა და 10 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა. მისი ოპერატიული მეხსიერება შედგება 8 გიგაბაიტისგან, ხოლო შიდა მეხსიერება 256 გიგაბაიტისგან. იგი აღჭურვილია რვაბირთვიანი Qualcomm SM8150 Snapdragon 855+ პროცესორით და აქვს 3300 მილი ამპერის Li-Po ბატარეა.

ლენოვოს Yoga Tablet 3 Pro პლანშეტი პროექტორით

ლენოვოს პლანშეტი Yoga Tablet 3 Pro გამოირჩევა ჩაშენებული პროექტორით. იგი თავისი ზომისა და ტექნოლოგიიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. პლანშეტი გამოსულია 2015 წელს და ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერი მონაცემები აქვს. მას აქვს Dolby Atmos ტექნოლოგიის დინამიკები. 4 GB RAM , 64 GB ROM, 10 200 mAh ბატარეა, 13 MP უკანა და 5 MP წინა კამერა. იგი აღჭურვილია Intel® Atom x5-Z8550 2.40GHz პროცესორით.

სონის Acoustic Surface ხმის ტექნოლოგიის ტელევიზორი

სონიმ OLED ტელევიზორებში წარმოადგინა Acoustic Surface ტექნოლოგია. ამგვარი ტექნოლოგია გადმოსცემს ხმას უშვალოდ ეკრანიდან. ეკრანის უკან დამონტაჟებულია სპიკერებთან ერთად ხმის გასაძლიერებლად საბვუფერებიც. ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ OLED ტიპის ეკრანიანი ტელევიზორებისთვის.

სამსუნგის სურათის ჩარჩოიანი ტელევიზორი

სამსუნგმა თავის 2019 წლის QLED ტელევიზორებში წარმოადგინა სპეციფიური ჩარჩოიანი ტელევიზორი რომელსაც აქვს სურათების ჩვენების სპეციალური რეჟიმი, ხოლო თავად სურათებს გამოსახულების ხარისხიდან გამომდინარე აჩვენებს რეალურ სურათებთან მაქსიმალურად მიახლოებული ხარისხით რაც გამოსახულებას მაქსიმალურად რეაილისტურს ხდის. ამგვარი ტექნოლოგიის წყალობით იგი აღიქმება როგორც სურათი და ადვილად ერწყმის ოთახის ინტერიერს. ტელევიზორს აქვს 4K რეზოლუცია და HDR ფუნქცია, ამასთან Quantum Dot ტექნოლოგია უზრუნველყოფს გამოსახულების მკაფიო ფერების და ღრმა შავი ფერის დონეების გადმოცემას.