სონის Acoustic Surface ხმის ტექნოლოგიის ტელევიზორი

სონიმ OLED ტელევიზორებში წარმოადგინა Acoustic Surface ტექნოლოგია. ამგვარი ტექნოლოგია გადმოსცემს ხმას უშვალოდ ეკრანიდან. ეკრანის უკან დამონტაჟებულია სპიკერებთან ერთად ხმის გასაძლიერებლად საბვუფერებიც. ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ OLED ტიპის ეკრანიანი ტელევიზორებისთვის.

სამსუნგის სურათის ჩარჩოიანი ტელევიზორი

სამსუნგმა თავის 2019 წლის QLED ტელევიზორებში წარმოადგინა სპეციფიური ჩარჩოიანი ტელევიზორი რომელსაც აქვს სურათების ჩვენების სპეციალური რეჟიმი, ხოლო თავად სურათებს გამოსახულების ხარისხიდან გამომდინარე აჩვენებს რეალურ სურათებთან მაქსიმალურად მიახლოებული ხარისხით რაც გამოსახულებას მაქსიმალურად რეაილისტურს ხდის. ამგვარი ტექნოლოგიის წყალობით იგი აღიქმება როგორც სურათი და ადვილად ერწყმის ოთახის ინტერიერს. ტელევიზორს აქვს 4K რეზოლუცია და HDR ფუნქცია, ამასთან Quantum Dot ტექნოლოგია უზრუნველყოფს გამოსახულების მკაფიო ფერების და ღრმა შავი ფერის დონეების გადმოცემას.